Belive

ბაქოს გრანდ სლემი: დღე I - ტატამზე 6 ქართველს ვიხილავთ | პრევიუ

7 თვის წინ ქართული სპორტი
3 წთ

22-24 სექტემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო, ძიუდოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრს - ბაქოს გრანდ სლემს უმასპინძლებს. 

პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე მამაკაცებიდან: 60 და 66 კგ, ქალებიდან კი 48, 52 და 57 კგ წონითი კატეგორიები იასპარეზებენ.

პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე 6 ქართველს ვიხილავთ. 

60 კგ

60 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას - გიორგი სარდალაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი დაიცავენ.

ლუხუმ ჩხვიმიანი A ბადეში განუთესავია, შესაბამისად, ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც აზერბაიჯანელ - ბალაბაი აგაიევს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი, შემდეგ ეტაპზე, ბრაზილიელ - რაიან კონსეისაოსა და იტალიელ - ანდრეა კარლინოს შორის გამარჯვებულს შეხვდება. 

გიორგი სარდალაშვილიც განუთესავი იქნება და ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც აზერბაიჯანელი მეტოქე ეყოლება. ნაზირ თალიბოვის დამარცხების შემთხვევაში, სარდალაშვილის მეტოქე შემდეგ ეტაპზე, თურქ - მიჰრაკ აკკუსსა და რუს - რამაზან აბდულაევს შორის გამარჯვებული იქნება. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გიორგი სარდალაშვილი ამ შეჯიბრზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და D ბადეში მის გამარჯვებას ვარაუდობენ. 

66 კგ

60 კგ წონითი კატეგორიის მსგავსად, 66 კგ-შიც 2 ფალავანი გვეყოლება: ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა ნადირაძე.

ლაშა ნადირაძე B ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე თურქ - მუჰამედ დემირელსა და სამხრეთ კორეელ - მიონჯინ კიმს შორის გამარჯვებული იქნება. 

რაც შეეხება ვაჟა მარგველაშვილს, ნადირაძის მსგავსად მარგველაშვილიც განთესილია, თუმცა D ბადეში და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ერთვება, სადაც მისი მეტოქე სერბ - სტანიჩა ბანჩიჩსა და ტაჯიკ - ნურალი ემომალს შორის გაირკვევა. 

52 კგ

ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ექნება მარი მახარაშვილს, რომელიც 52 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს. 28 წლის ქართველი C ბადეში განუთესავია, შესაბამისად, ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს და მისი მეტოქე, ბელგიელი - ამბერ რაიჰეული იქნება. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მარი მახარაშვილს ბადეში ძალიან არ გაუმართლა, მის ბადეში ისეთი ძლიერი ძიუდოისტები ასპარეზობენ, როგორებიც არიან - ჩელსი ჟილსი (დიდი ბრიტანეთი); კუსიმი ომორი (იაპონია) და სხვა.

57 კგ

57 კგ წონით კატეგორიაში ტრადიციულად - ეთერ ლიპარტელიანი იასპარეზებს. 

ეთერ ლიპარტელიანი C ბადეში განთესილია, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც ბრაზილიელ - ჯესიკა ლიმას დაუპირისპირდება. 

ბრაზილიელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში ეთერ ლიპარტელიანი 1/8-ფინალში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე, ფრანგ - ჩლოე დევიქტორსა და ლატვიელ - ანასტასია სოკირიანსკას შორის გამარჯვებული იქნება. 

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 08:30 საათიდან, ხოლო ფინალური ბლოკი კი 17:00 საათიდან დაიწყება. 

სხვა სტატიები