Belive

ბაგრატ ნინიაშვილი ეკატერინბურგის გრან სლემის ნახევარფინალშია!

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 15 მარტს სტარტი აიღო ეკატერინბურგის გრან სლემმა, სადაც პირველ დღეს, საქართველოს სახელით 3 სპორტსმენი ასპარეზობს.-60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით ლუხუმ ჩხვიმიანი და და თემურ ნოზაძე ასპარეზობდნენ. თემურ ნოზაძე პირველივე შეხვედრაში რუს ალბერტ ოგუზოვთან დამარცხდა და ეკატერინბურგის გრან სლემს გამოეთიშა, რაც შეეხება ლუხუმ ჩხვიმიანს, ლუხუმი მესამე ჭიდაობაში დამარცხდა და ეკატერინბურგის გრანდ სლემის რეპეშაჟში იჭიდავებს. რაც შეეხება -66 კილოგრამ წონით კატეგორიას, ამ კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით ბაგრატ ნინიაშვილი ასპარეზობს. მან პირველივე შეხვედრაში რუსი არამ გრიგორიანი დაამარცხა და ეკატერინბურგის გრან სლემის 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ფრანგი – დანიელ ჯინი იყო, ბაგრატმა ფრანგი მეტოქე დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე რუსი ისა ისაევი იქნება.

სხვა სტატიები