Belive

ავთანდილ ჭრიკიშვილმა ბუდაპეშტის გრან პრის მეორე ბრძოლაც მოიგო!

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 14 ივნისს, სტარტი აიღო ბუდაპეშტის გრან პრიმ, სადაც -90, -100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიები ასპარეზობენ. მთავარი ძალა საქართველოს ნაკრებს -90 კგ-ში ჰყავს, სადაც ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი გამოდიან. -100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს გიორგი ბერიაშვილი, ხოლო +100 კგ-ში კი ონისე ბუღაძე და გელა ზაალიშვილი. ავთანდილ ჭრიკიშვილის მეტოქე მეორე რაუნდში შვეიცარიელი – კირილ გროსკლაუსი იყო, რომელიც ქართველმა  დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე წარმოშობით ქართველი, ესპანეთის სახელით მოასპარეზე მსოფლიო ჩემპიონი - ნიკოლოზ შერაზადიშვილი იქნება.

სხვა სტატიები