Belive

ავთანდილ ჭრიკიშვილი აბუ დაბის გრანდ სლემს ნაადრევად გამოეთიშა

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 29 ოქტომბერს, აბუ დაბის გრანდ სლემის ბოლო დღეს, საქართველოს სახელით 5 ძიუდოისტი ასპარეზობს. -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი ასპარეზობდნენ. ავთანდილ ჭრიკიშვილი მეორე რაუნდში უნგრელ ტოტთან დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა. უშანგი მარგიანი კი მესამე ეტაპზეა და მისი მეტოქე ჰოლანდიელი სმინკია. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ლაშა ტაველური ასპარეზობდა. იგი მეორე ეტაპიდან ჩაერთო და პირველივე ორთაბრძოლაში ლატვიელ იევგენის ბოროდავკოსთან უშანსოდ დამარცხდა. +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ადამ ოქრუაშვილი და ლევან მათიაშვილი ასპარეზობენ. ადამ ოქრუაშვილი მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ბელარუსი ულაძისლაუ ციარპიცკი იქნება, რაც შეეხება ლევანს, ლევანიც მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ყირგიზი იური კრაკოვეცკი იქნება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები