პირველი აპრილიდან სამი აპრილის ჩათვლით, თურქეთის ქალაქ ანტალიაში, ანტალიის გრანდ სლემი აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობით, 10 სპორტსმენი იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის – ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, ქართველი სპორტსმენები მხოლოდ -60, -81, -90, -100-სა და +100 კგ წონით კატეგორიებში იასპარეზებენ. -66 და -73 კგ წონით კატეგორიაში წარმომადგენელი არ გვეყოლება, ასევე შემადგენლობაში არ იყვნენ გოგონები, თუმცა როგორც ჩანს, ლაშა გუჯეჯიანმა შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და 3 გოგო დაამატა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, გოგონებიდან იასპარეზებენ: ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ); მარიამ ჭანტურია (-70 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).