Belive

ამირან პაპინაშვილი 1/8 ფინალში დამარცხდა

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
რამდენიმე საათის წინ, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, 2019 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. დღევანდელ, პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ღირსებას -60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი და ამირან პაპინაშვილი იცავენ. ამირან პაპინაშვილი საქმეში მეორე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე ეკვადორელი – ლენინ პრესიადო იყო. ქართველმა ეკვადორული ბარიერი მარტივად დაძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბელგიელი – იორე ვერსტრაეტენი იყო. ამირანმა ბელგიელიც დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ყაზახი - გუსმან ყირბიზგაიევი იყო. ამირანმა ყაზახი სპორტსმენი ვეღარ დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდ უპირატესობას ფლობდა.

სხვა სტატიები