Belive

ამირან გოგოლაძე დანა უაითს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა. ვიდეოში Dana White's Contender Series-ის დაბრუნებაზეა საუბარი, რომელიც უკვე 5 წელია არ ჩატარებულა.

 
View this post on Instagram
 

A post shared by Dana White (@danawhite)

  ყოველი სეზონის განმავლობაში, ამ პროექტის საშუალებით, უამრავი მებრძოლი ხვდებოდა UFC-ში. შონ ომალი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ეს გზა განვლო. Contender Series-ის ბრძოლებიც არანაკლებ სანახაობრივია. ნოკაუტები, მტკივნეული ილეთები, დაუნდობელი ბრძოლები და ბევრი სისხლი. ამ პროექტს ყველა კომპონენტი აქვს, რის გამოც ხალხს MMA უყვარს. აქ შეგიძლიათ იხილოთ საუკეთესო ნოკაუტები Dana White's Contender Series-ის მებრძოლების შესრულებით: თუმცა, ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ეს არ არის. დანა უაითის პოსტზე ქართველი მებრძოლის ამირან გოგოლაძის კომენტარს შევხვდებით, სადაც "სნაიპერი" შემდეგ რამეს წერს:
"ჰეი დანა უაით, მოამზადე შენი ვიდეო მემონტაჟეები ჩემი ბრძოლისათვის, რომელიც DWCS-ზე 23 აგვისტოს შედგება."
როგორც ჩანს, ამირანს აქვს იმის ამბიცია, რომ UFC-ში იბრძოლოს. გოგოლაძე საკმაოდ კარგი მებრძოლია და საერთაშორისო ასპარეზზეც კარგად გამოდის. მას M-1 Global-ის ეგიდით 4 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა შემთხვევაში ოქტაგონი გამარჯვებულმა დატოვა. "სნაიპერს" კარიერაში სულ 13 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 11 გამარჯვებით დაასრულა. ეს მშვენიერი შანსი იქნება იმისთვის, რომ UFC-ში კიდევ ერთი ქართველი ვიხილოთ.

სხვა სტატიები