Belive

ამერიკელი გულშემატკივარი: "ამ სამარცხვინო გადაწყვეტილების გამო ტრამპმა ვიზიტზე უარი უნდა განაცხადოს ..."

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

სულ ცოტა ხნის წინ, ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინი ბაშოს ერთ-ერთ ლიდერს ასანოიამას დაუპირისპირდა და გაიმარჯვა, თუმცა შიმპანებმა (მსაჯებმა) მას გამარჯვება არ ჩაუთვალეს და ლევანი დაადანაშაულეს, რომ მან დოჰიოდან ფეხი გადადგა. სოციალურ ქსელში (Twitter) ლევანის მიმართ გამამხნევებელი სიტყვები იწერება. ამერიკელი გულშემატკივარი შიმპანების სამარცხვინო გადაწყვეტილებას შემდეგი სიტყვებით ეხმაურება: "ტოჩინოშინისა და ასანოიამას შორის გამართული ბრძოლის დროს, შიმპანების მიერ მიღებული სამარცხვინო გადაწყვეტილების გამო, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თავაზიანი უარი უნდა განაცხადოს და გააუქმოს სუმოს ღონისძიებაზე დაგეგმილი ვიზიტი. #სამარცხვინო".  

შეგახსენებთ, რომ ნაცუ ბაშოს გამარჯვებულს თასს ამერიკის პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი გადასცემს.
 

სხვა სტატიები