ალექსანდრე იაშვილი: "მადლობა ნიკა კვეკვესკირს, ქართული ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის გამტანს"
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი სექტემბრის მატჩების წინ საურობს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პტრეზიდენტი და ნაკრებების მენეჯერი, ალექსანდრე იაშვილი, სექტემბრის მატჩების წინ საუბრობს.
"დიდი მადლობა ნიკა კვეკვესკირს იმ ყველაფრისთვის, რაც საქართველოსთვის და საქართველოს ნაკრებისთვის გააკეთა. მგონია, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება და სიმბოლურია, რომ დამოუკიდებლობის შემდეგ ქართული ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის გატანა მან მოახერხა.
ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში დავაბრუნოთ ყველა ფეხბურთელი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო თავის დროზე ქვეყნიდან გასულია. ასეთი ტიპის წარმატების მაგალითები ნამდვილად არსებობს ასაკობრივ და მთავარ ნაკრებში. ჯამალ კაიშვილიც ამის მაგალითია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მან საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს. ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა, სხვანაირად მიუნხენის ბაიერნის აკადემიაში ვერ მოხვდებოდა, მას ნება დართეს, რომ გერმანია დატოვოს და საქართველოს ასაკობრივი ნაკრების შემადგენლობაში ითამაშოს.
მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარმატებით ჩაატაროს, დინამო თბილისთან დაკავშირებული ინფორმაციაზე ვერაფერს გეტყვით, რაც არ არის, იმაზე ვერ ვისაუბრებ", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი.
საქართველოს ნაკრები სექტემბერში ორ მატჩს გამართავს: 4 რიცხვში თურქეთის, ხოლო 7-ში ბულგარეთის ნაკრებთან, ორივე შეხვედრა თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უნდა გაიმართოს.
სხვა სტატიები
"მრავალმხრივმა და ქარიზმატულმა ტაბატაძემ ძირითადში თამაში დაიმსახურა" | ესპანური მედია ქართველ შემტევზე საუბრობს
ამირან შაიშმელაშვილი
2 თვის წინ ქართული სპორტი
"ბედნიერი ვარ და იმედია კიდევ უფრო მეტს ვითამაშებ" - გოგლიჩიძე კრემონეზესთან მატჩის შემდეგ საუბრობს
ამირან შაიშმელაშვილი
1 თვის წინ ქართული სპორტი