Belive

ახალი ლეგიონერი ეროვნულ ლიგაში: დინამო თბილისმა განელი ფორვარდი დაიმატა

7 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"დინამო თბილისმა" ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონისთვის მოსამზადებელი პერიოდის დროს, კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა.

საქართველოს 19-გზის ჩემპიონმა, რომელიც ამჟამად პორტუგალიაში შეკრებაზე იმყოფება, 22 წლის განელი ცენტრალური ფორვარდი, ჯონ არტური დაიმატა.

აფრიკელმა ფეხბურთელმა "დინამო თბილისთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

განელი ფეხბურთელი გამბიურ "გამბინოს სტარტსში", ბელგიური "გენტის" აკადემიაში, პორტუგალიურ "ტორენსეს" 23 წლამდელთა გუნდში, 2025 წლის 20 იანვრამდე კი ამავე ქვეყნის რანგით მეორელიგელ "ფელგუიერაშში" თამაშობდა.

სხვა სტატიები