Belive

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი: დღე II - ეთერ ლიპარტელიანის იმედად

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
გუშინ, 16 ოქტომბერს, მაროკოს ქალაქ მარაკეშში სტარტი აიღო ძიუდოს ახალგაზრდულმა მსოფლიო ჩემპიონატმა, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას 12 ფალავანი იცავს. სამწუხაროდ საქართველოს ნაკრებისთვის პირველმა საშეჯიბრო დღემ წარუმატებლად ჩაიარა. პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსებას -66 კგ წონით კატეგორიაში ლუკა კაპანაძე და გიორგი თუთაშვილი იცავდნენ. ლუკა კაპანაძე ნაადრევად, პირველივე ბრძოლაში დამარცხდა ბრაზილიელ - მიშელ მარსელინოსთან, რომელმაც საბოლოოდ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ხოლო რაც შეეხება გიორგი თუთაშვილს, გიორგიმ 2 ეტაპი წარმატებით დაძლია, თუმცა სამწუხაროდ მესამე ბრძოლაში რუმინელ - ლუსიან დუმიტრესკუ ბორსთან დამარცხდა და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა. თბილისის დროით 12:00 საათზე სტარტს II საშეჯიბრო დღე აიღებს, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას -57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი დაიცავს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეთერ ლიპარტელიანი საკუთარ წონაში პირველ ნომრად არის განთესილი. იგი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე კოლუმბიელ - ნიკოლ პენსუსა და უნგრელ - ანრეა კარმანს შორის გამარჯვებული იქნება.

სხვა სტატიები