Belive

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი: დღე III - საქმეში მძიმე წონა ერთვება

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ძიუდოში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. დღეს ბოლო საშეჯიბრო დღეა, სადაც 3 ქართველი იასპარეზებს: მიხეილ ბექაური (-90 კგ); ილია სულამანიძე (-100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ). მიხეილ ბექაური განთესილია და იგი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე თურქ - ომერ აიდინსა და ფინელ - არტურ კანევეტს შორის გამარჯვებული იქნება. თუ ბექაური დაძლევს რომელიმე მათგანის ბარიერს, 1/4 ფინალის საგზურს მოიპოვებს. ევროპის მოქმედი ჩემპიონი - ილია სულამანიძე განთესილია და ასპარეზობაში 1/4 ფინალიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე ხორვატ - ფრანს ვუკიჩევიჩსა და ფრანგ - კენი ლივეზს შორის გამარჯვებული იქნება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ილიას საკმაოდ რეალური შანსი აქვს, რომ ზედიზედ მეორედ იზეიმოს ევროპის ჩემპიონობა. რაც შეეხება საბა ინანეიშვილს, საბა განთესილი არ არის და ასპარეზობაში 1/8 ფინალიდან ჩაერთვება. მისი მეტოქე პოლონელი - იაკუბ სორდილი იქნება. პოლონური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი 1/4 ფინალში იგი რუს - ვალერი ენდორიცკისა და ისრაელის წარმომადგენელ - სერაფიმ კომპანიეზს შორის გამარჯვებულს დაუპირისპიდება. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები