Belive

6 ცვლილება ავსტრალიასთან მატჩში - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

5 თვის წინ ქართული სპორტი
3 წთ

20 ივლისს ბორჯღალოსნები 2024 წლის ზაფხულის ბოლო ტესტ-მატჩს სიდნეიში, მასპინძელ ავსტრალიასთან გამართავენ. „ალიანს სთედიუმზე“ შეხვედრა ჩვენი დროით 09:45 საათზე დაიწყება.

სენდაიში იაპონიასთან 25:23 მოგების შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა 23-კაციან განაცხადში ექვსი ცვლილება განახორციელა – ოთხი სასტარტო 15-ში და ორიც მარქაფაში.

შეიცვალა ორივე ბურჯი და თამაშს გიორგი მამაიაშვილი და ალექსანდრე ქუნთელია იწყებენ, კვაჭი კი კვლავ ვანო კარკაძე იქნება. მეორე ხაზში ლადო ჩაჩანიძეს ამჯერად მიხეილ ბაბუნაშვილი შეუწყვილდება. ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში. სასტარტო შემადგენლობაში დაწინაურდა შერკინების შემკვრელი თორნიკე ჯალაღონია, გუნდის კაპიტანმა ბექა გორგაძემ ფლანკერად გადაინაცვლა, ხოლო მეორე ფლანკერი კვლავ ბექა საღინაძეა.

უცვლელი დარჩა ხაზი, სადაც ღერძზე მიხეილ ალანიასა და ლუკა მატკავას ვიხილავთ, ცენტრში გიორგი კვესელაძეს და დემე თაფლაძეს, ფრთებზე აკა ტაბუცაძე და სანდრო თოდუა დადგებიან, ხოლო ფულბეკი დავით ნინიაშვილია.

მარქაფაში დაბრუნდა კვაჭი ლუკა პეტრიაშვილი, რომელსაც ორი კვირის წინ ფიჯისთან სანაკრებო დებიუტი ქონდა, მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი კი მიმდინარე ზაფხულში პირველ თამაშს ჩაატარებს. ბურჯმა ირაკლი აფციაურმა და მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ მარქაფაში გადაინაცვლეს. ამჯერადაც შეცვლაზე არიან ბურჯი ლუკა გოგინავა, მესამეხაზელი ლუკა ივანიშვილი, 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე და მგეზავი თედო აბჟანდაძე.

2024 წლის ზაფხულის ტესტ-მატჩი

20 ივლისი. სიდნეი (ავსტრალია). „ალიანს სთედიუმი“.

საქართველო – ავსტრალია (09:45 საქ. დრო)

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 4. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 5. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 6. ბექა გორგაძე (პო, კაპ.), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი);

მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე), 17. ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 21. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი); 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).

მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ კოკერილი

rugby.ge

სხვა სტატიები