Belive

3-თვიანი პაუზის შემდეგ ლუკა მაისურაძე ტატამზე ბრუნდება

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

3-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, 2022 წლის ევროპის ჩემპიონი -90 კგ წონით კატეგორიაში - ლუკა მაისურაძე, ტატამზე ბრუნდება.

ლუკა მაისურაძემ ტრავმა თბილისის გრანდ სლემის წინ (3-5 ივნისი) მიიღო და მას ბრმანაწლავზე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ლუკამ რეაბილიტაციის პროცესიც კარგად გაიარა და იგი მზად არის ტატამზე დასაბრუნებლად.

ევროპის ჩემპიონი ტატამზე 28 აგვისტოს, კოიმბრას (პორტუგალია) ევროპის თასზე დაბრუნდება.

საქართველოს ნაკრებიდან კოიმბრას ევროპის თასზე მონაწილეობას მხოლოდ ლუკა მაისურაძე მიიღებს.

სხვა სტატიები