2023 წლის საუკეთესო ნიჩბოსანთა შორის ორი ქართველი მოხვდა
კანოეს საერთაშორისო ფედერაციამ, კანოეს სპრინტის მსოფლიო რეიტინგის უახლესი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც წელიწადში ორჯერ ქვეყნდება. რეიტინგის იანვრის გამოცემაში, თითქმის ყველა დისციპლინაში, ევროპელი სპრინტერები დომინირებენ, მათ შორის კი ყველაზე მეტნი პოლონელები არიან.
ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი 2 დისციპლინაა: კაიაკში 200 მეტრზე სპრინტი, რომლის რეიტინგის პირველ ადგილზეც ბადრი ყაველაშვილია - 294 სარეიტინგო ქულით. მეორე კანოეში 200 მეტრზე სპრინტი - აქ პირველ ადგილს ზაზა ნადირაძე იკავებს 218 ქულით, მეორე ადგილზე მყოფი პოლონელი სპორტსმენი ნადირაძეს 4 ქულით ჩამორჩება. ეს ნიშნავს, რომ ქართველ ნიჩბოსნნებს 200 მეტრ დისტანციაზე ვერავინ შეედრება.
პორტუგალიელი ვარსკვლავი, ფერნანდო პიმენტა ლიდერობს მამაკაცთა K1 500 მ რეიტინგში, ის მეორეა MK1 1000 მ რეიტინგში და 5000 მეტრზეც. თითუეულ დისტანციაზე, რეიტინგის სათავეში, მინიმუმ ერთი წარმომადგენელი ჰყავს შემდეგ ქვეყნებს: პოლონეთი, უნგრეთი, დანია, პორტუგალია, შვედეთი, სლოვენია, გერმანია, იტალია, საქართველო, რუმინეთი, უკრაინა და მოლდოვა.