Belive

2 ოქროს და 3 ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში კარგად დაიწყო

2 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, თავისუფალ ჭიდაობაში, ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე 5 ქართველი გამოვიდა და ყველა მათგანმა მოახერხა ნახევარფინალში გასვლა. აკაკი ქემერტელიძემა და გივი მაჭარაშვილმა ნახევარფინალური შეხვედრების მოგება შეძლეს და ხვალ ოქროსთვის იჭიდავებენ. ავთანდილ კენჭაძე, რობერტ დინგაშვილი და გოდერძი ძებისაშვილი კი ბრინჯაოს მედლების მოპოვებას შეეცდებიან.

აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) 1/8 ფინალში ულადისლაუ კოიკა (11:0) გაანადგურა. მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა თურქი ჰეიდარ იავუზი (7:4) დაამარცხა. ნახევარფინალში ბულგარელ რამაზან რამაზანოვს (5:2) აჯობა და ფინალში სომეხ არმან ანდრეასიანთან იჭიდავებს.

გივი მაჭარაშვილის (97 კგ) გზა ფინალამდე კი ასეთი იყო: პიერველ ეტაპზე საკმაოდ მარტივად (13:2) ლიეტუველ ლუკას კრასაუსკასს აჯობა. მეოთხედფინალი ალიაკსანდრ ჰუშტინს (4:1) მოუგო. ფინალში გასასვლლელად კი თურქ იბრაჰიმ ჩიფტჩის მოუგო და ხვალ ოქროსთვის აზერბაიჯანელ სპორტსმენს, მაგომედხან მაგომედოვს შეეჯიბრება. გივი მაჭარაშვილისთვის, გამარჯვების შემთხვევაში, ეს ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონობა იქნება.

ხვალინდელი დღისთვის ჩვენს ნაკრებს 2 მედალი უკვე განაღდებული აქვს, 3 ბრინჯაოს მოსაპოვებლად ბრძოლა იქნება საჭირო და ამის გარდა, სხვა წონითი კატოგირიების მოჭიდავეებიც დაიწყებენ ასპარეზობას: გიორგი ღონიაშვილი (61 კგ), გიორგი გოგრიჭიანი (74 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ), მირიან მაისურაძე (92 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ).

სხვა სტატიები