19 წლის ლაშა ბექაური ჩინეთის მასტერსზე საოცარ გამოსვლას აგრძელებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლაშა "დიდებში", ანუ IJF (საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციის)-ის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრზე მესამედ გამოდის.
ლაშამ მეორე წრეში ჩინელი - ჰებილიგ ბუ იპონით დაამარცხა, შემდეგ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ჰოლანდიელი - ნოელ ვან ტ ენდი, ხოლო 1/4 ფინალურ რაუნდში კი მან იაპონელ - სანჰირო მოურაოს აჯობა ვაზარით და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე თურქი - მიხეილ ოზერლერი იყო. ლაშამ თურქიც არ დაინდო და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე წარმოშობით ქართველი, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთის სახელით მოასპარეზე - ნიკოლოზ შერაზადიშვილი იქნება.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.