Belive

18 წლის მეკარე პორტუგალიაში: მათე საური რიუ ავეს შეურთდა

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ახალგაზრდა ქართველი მეკარე, მათე საური, პორტუგალიის რანგით ყველაზე მაღალი ლიგის წარმომადგენელ "რიუ ავეს" შეუერთდება.

პორტუგალიური სპორტული მედია საშუალება, record-ის ცნობით, 18 წლის მეკარე, რომელიც "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია, მშობლიური გუნდიდან პორტუგალიაში იჯარის წესით ითამაშებს.

"რიუ ავე" პორტუგალიის ჩემპიონატში წინა სეზონში მე-11 პოზიციაზე გავიდა, ახალი სეზონი კი მოქმედ ჩემპიონ "სპორტინგთან" (1:3) წაგებით დაიწყო. მეორე ტურში გუნდი 17 აგვისტოს, "ფარენსეს" შეხვდება.

"რიუ ავეს" ახალგაზრდულ, 23-წლამდელთა შემადგენლობაში, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქარსელაძე ირიცხება.

მათე საურს "დინამო თბილისის 2-ის" შემადგენლობაში, ეროვნულ ლიგა 2-ში სამი და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ერთი მატჩი აქვს ჩატარებული. რაც შეეხება საქართველოს 18-წლამდელა ნაკრებს, აქ მან სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სხვა სტატიები