Belive

11 თვიანი პაუზის შემდეგ ლუკა მაისურაძე ტატამზე ბრუნდება!

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

26 წლის ქართველი მსოფლიო ჩემპიონი - ლუკა მაისურაძე, 11-თვიანი პაუზის შემდეგ ტატამს უბრუნდება.

ლუკა მაისურაძეს დოპინგ-კონტროლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და 2023 წლის 2 დეკემბრის შემდეგ არ უჭიდავია. ლუკამ ბოლოს 2023 წლის დეკემბერში ტოკიოს გრანდ სლემზე იჭიდავა, სადაც ფინალში სანშირო მურაოსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ტოკიოს გრანდ სლემი 2023

ლუკა მაისურაძე ტატამს რომში დაუბრუნდება, სადაც რომის ევროპის პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 9-10 ნოემბერს გაიმართება. ამ შეჯიბრზე ლუკა მაისურაძის გარდა გიორგი იანტბელიძეც არის რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მაისურაძე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. მან ევროპის ჩემპიონატი 2022 წელს სოფიაში მოიგო, მსოფლიო ჩემპიონი კი 2023 წელს დოჰაში გახდა, სადაც ფინალში ლაშა ბექაური დაამარცხა.

სხვა სტატიები