100 მილიონი ევრო დაუყოვნებლივ: ლიონის საჩივრის განხილვის თარიღი ცნობილია
lequipe-ის ინფორმაციით, ლიონის ოლიმპიკის სააპელაციო განაცხადს ლიგა 2-ში დაქვეითებასთან დაკავშირებით 10 ივლისს განიხილავენ.
10 ივლისს, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ფინანსური კონტროლის ორგანო გიორგი მიქაუტაძის გუნდის ლიგა 1-ში დარჩენასთან დაკავშირებით საჩივარს განიხილავს.
ცნობილია ის კონკრეტული პირობებიც, რომელიც ლიონის ხელმძღვანელებმა 10 ივლისამდე უნდა დააკმაყოფილონ. ამ თარიღისთვის, ლიონმა 100 მილიონი ევრო ბალანსზე უნდა იქონიოს და ასევე, წარადგინოს გარანტია, რომ კიდევ 100 მილიონ ევროს ანგარიშზე სეზონის განმავლობაში შეინარჩუნებს.
გამომდინარე იქიდან, რომ დროის შეზღუდულ მონაკეთში ლიონის ოლიმპიკს საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა სჭრიდება, გიორგი მიქაუტაძის ახალ გუნდში გადასვლის შანსები იზრდება.
საქართველოს ნაკრების ფორვარდს ლიონის ოლიმპიკში დაბრუნების შემდეგ, 47 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი და 11 საგოლე პასი გაკეთებული.