Belive

ზუსტად 13 წლის წინ: ტოჩინოშინმა ჯურიოს დივიზიონი მოიგო

3 წლის წინ სხვა
1 წთ
ლევან გორგაძის პროფესიონალური კარიერა იაპონურ სუმოს ასოციაცია 2006 წელს დაიწყო, ქართველმა ფალავანმა არასრულ 2 წელიწადში მოახერხა და ელიტარულ, რიგით მეორე, ჯურიოს დივიზიონში აღზევდა - ამ მხრივ ტოჩინოშინისათვის 2008 წლის იანვრის ბაშო გამორჩეული იყო. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ტოჩისგან ყველა კარგ ასპარეზობას ელოდა, თუმცა ლევანმა მოლოდინებს გადააჭარბა. ქართველმა სუმოისტმა პირველივე შესაძლებლობა გამოიყენა და ჯურიოს დივიზიონის ჩემპიონი გახდა. ლევანმა მე-15 დღის ბრძოლა საკაიზავას წინააღმდეგ გამარჯვებით დაასრულა და ჯურიოს დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ვიცე-ჩემპიონმა ჰაკუბამ ტურნირი 11-4-ზე ბალანსით დაასრულა, ქართველმა აწ უკვე ექს-ოძეკიმ კი 12-3 ბალანსი დააფიქსირა და 2008 წლის 28 იანვარს ჩემპიონის თასი აღმართა.

ამ პერიოდში ჯურიოს დივიზიონში ლევანმა მხოლოდ 2 ბაშო დაჰყო, 2008 წლის მაისში ის უკვე უმაღლეს, ანუ მაკუუჩი დივიზიონში ასპარეზობდა. აქვე გეტყვით, რომ 25 იანვარს დასრულდა 2021 წლის პირველი სუპერტურნირი, ანუ ჰაცუ ბაშო, სადაც ქართველი ექს-ოძეკის ბალანსი 4 მოგება და 11 მარცხი გახლდათ.  

სხვა სტატიები