ჟეშუვმა ჩემპიონთა ლიგაზე მოიგო - კალანდაძე კვლავ MVP გახდა
1 წლის წინ
სხვა
1 წთ
ფრენბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, პოლონურმა "დოლინა ჟეშუვმა" ბელგიურ "ასტერიქსს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. "ჟეშუვის" ქართველმა ლიდერმა - ანა კალანდაძემ მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, 21 ქულა დააგროვა და მატჩის MVP გახდა.
მატჩი "დოლინა ჟეშუვის" უპირატესობით დაიწყო და პოლონელები 2:0 დაწინაურდნენ. მესამე სეტი "ასტერიქსის" გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მეოთხე სეტში "ჟეშუვმა" 25:18 გაიმარჯვა. მე-4 ტურის შემდეგ, "ჟეშუვი" 3 მოგებითა და 1 მარცხით, მე-2 პოზიციაზე იმყოფება.