Belive

WPC დინამო თბილისი წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე | გიორგი ხვედელიანის კომენტარი

3 წლის წინ სხვა
1 წთ
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ჯგუფების დასაკომპლექტებელი წილისყრა ოსტიაში გაიმართა. წილისყრა ქართული სპორტული აუდიტორიისთვისაც საინტერესო იყო, ვინაიდან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე "დინამო თბილისიც" იღებს მონაწილეობას. წილისყრის შედეგად "დინამო თბილისი" ურთულეს ჯგუფში აღმოჩნდა. აღნიშნულთან დაკავშირებით Live.ge-ის კლუბის პრეზიდენტი გიორგი ხვედელიანი ესაუბრა, რომელმაც ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული კლუბი ურთულეს ჯგუფში აღმოჩნდა.
"შეიძლება ითქვას, რომ წილისყრაში არ გაგვიმართლა, 5 უძლიერესი გუნდი მოხვდა ჩვენ ჯგუფში, თუმცა დინამო თბილისმა საკმაო გამოცდილება დააგროვა განვლილ 2 სეზონში და მჯერა რომ სათანადო წინააღმდეგობას გავუწევთ ყველა გუნდს. გამოვარჩევ ბარსელონეტას, ნოვი ბეოგრადს და ფერენცვაროშს, ოლიმპიაკოსი და რადნიჩკიც საკმაოდ გაძლიერდნენ ამ სეზონისთვის. კიდევ დაგვემატება 2 კლუბი საკვალიფიკაციოდან. პირველი თამაშს გავმართავთ ათენში 26 ოქტომბერს ოლიმოიაკოსის წინააღმდეგ", - აცხადებს გიორგი ხვედელიანი.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონი 22 სექტემბრიდან აიღებს სტარტს. TOP 8 გუნდით დაკომპლექტებულ საფინალო სერიებს ბელგრადი, 30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ Live.ge "დინამო თბილისის" მედიაპარტნიორია.

სხვა სტატიები