Belive

"ვთქვით, რომ ისლამი გვინდოდა, რადგან უფრო დიდი ჩხუბია" - ილია თოფურია

2 დღის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ ისლამთან ჩაშლილ ჩხუბზე კითხვას კიდევ ერთხელ უპასუხა. "მატადორმა" ახლაც ნათლად დააფიქსირა, რომ მისი გუნდის მოთხოვნა თავიდანვე ისლამ მახაჩევი იყო.

ნამდვილი ისტორია არც მე ვიცი. ერთადერთი რაც ვიცი ის არის, რომ პირველი ზარის შემდეგ ორი ვარიანტი მქონდა: ისლამი და ჯასტინი. ჩვენ ვთქვით, რომ ისლამი გვინდოდა, რადგან უფრო დიდი ბრძოლაა.

ჩხუბის ჩანიშვნამდე ერთი დღით ადრე დამირეკეს, გამაღვიძეს და მითხრეს, რომ ისლამი ტრავმირებული იყო. ეს არის ამბის ჩემი მხარე. - ამბობს ილია თოფურია

შეგახსენებთ, რომ ილიასა და ისლამის ჩხუბი თეთრ სახლში უნდა შემდგარიყო. ილია ისტორიულ ღონისძიებაზე მაინც იქნება და ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. ბრძოლა 15 ივნისს მსუბუქი წონის ქამრისთვის იქნება.

სხვა სტატიები