Belive

"ვნახავთ ვინ არის ჩვარი" - როდრიგესმა თოფურიას უპასუხა

3 თვის წინ სხვა
1 წთ

იაირ როდრიგესი UFC-ის იმ იშვიათ მებრძოლთაგან ერთ-ერთია, რომელიც სხვა სპორტსმენებს შეურაცხყოფას არ აყენებს. თუმცა, მექსიკელი UFC 290-ზე თოფურიას წარმოთქმულმა სიტყვებმა გააბრაზა.

იმ საღამოს "პანტერა" ვოლკანოვსკისთან დამარცხდა და თოფურიამ მას ჩვარი უწოდა. მართალია იაირს პასუხის გასაცემად რამდენიმე თვე დასჭირდა, მაგრამ ილიას პასუხი მაინც დაუბრუნა. როდრიგესი იმასაც იმედოვნებს, რომ "მატადორისთვის" პასუხის გაცემას გალიაშიც შეძლებს.

ილიაა ის ვინც პროვოკაცია დაიწყო. მან თქვა, რომ ვოლკანოვსკისთან ბრძოლაში ჩვარს ვგავდი. ვნახავთ ვინ არის ჩვარი.

მიყვარს ესპანეთი. არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვიან გულშემატკივრები. რაც უნდათ ის ილაპარაკონ, სოციალური ქსელი ამისთვის არსებობს. ჩვენს დაპირისპირებასთან დაკავშირებით ყველას ექნება საკუთარი აზრი. - განაცხადა როდრიგესმა

ESPN-თან საუბარში იაირმა ისიც აღნიშნა, რომ თოფურია საჩემპიონო ბრძოლას არ იმსახურებს და ეს მხოლოდ ინტერნეტში ატეხილი აჟიოტაჟის გამო მოხდა. ამის შესახებ "პანტერამ" საკუთარ Instagram-ზეც დაწერა.

გილოცავ! შენ მიიღე სატიტულო ბრძოლა. დღეიდან უფრო მეტ სიბინძურეს ვილაპარაკებ. ამის შემდეგ აუცილებლად გადამიხდიან მეტს და უკეთეს შემოთავაზებებსაც მივიღებ. - წერს როდრიგესი
View this post on Instagram

A post shared by Yair “EL PANTERA” Rodriguez (@panteraufc)

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ილიასა და ვოლკანოვსკის დაპირისპირება UFC-ის ქამრისთვის იქნება. მათი ბრძოლა 18 თებერვალს შედგება და რა თქმა უნდა, საღამოს მთავარი ბრძოლაც იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმავე ღონისძიებაზე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომლის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო გახლავთ.

სხვა სტატიები