Belive

ვინ რა თანხა გამოიმუშავა ჰარუ ბაშოზე

3 წლის წინ სხვა
1 წთ
2021 წლის რიგით მეორე სუმოს სუპერტურნირი 14 მარტს დაიწყო - ტურნირი ტრადიციულად, 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, საკმაოდ შემცირდა კენშოების რაოდენობა, თუმცა ცხადია, რომ გარკვეული რაოდენობის კენშოები გამორჩეული ბრძოლების გამარჯვებულებს კვლავაც ერგოთ. გთავაზობთ TOP 5 მებრძოლს, რომელთაც ყველაზე დიდი ოდენობის კენშოები გამოიმუშავეს ჰარუ ბაშოზე:
1) ასანოიამა – 177 კენშო ≈ $70,800 2) ტაკაკეიშო – 152 კენშო ≈ $60,800 3) ტერუნოფუჯი – 138 კენშო ≈ $55,200 4) ტაკაიასუ – 75 კენშო ≈ $30,000 5) დაიეიშო – 73 კენშო ≈ $29,200
სამწუხაროდ, გამომუშავებული თანხის მხრივ ქართველი ექს-ოძეკი ტოჩინოშინი არამხოლოდ ხუთეულს, არამედ ათეულს მიღმაა.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ტურნირის ჩემპიონი სეკივაკე ტერუნოფუჯი გახდა, რომელმაც კარიერაში მესამედ შეძლო მაკუუჩი დივიზიონის ჩემპიონობა - მომდევნო ბაშოზე მას ოძეკის რანგში ვიხილავთ.

სხვა სტატიები