Belive

ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი თანხა აკი ბაშოზე 9 დღის შემდეგ

3 წლის წინ სხვა
1 წთ
13 სექტემბერს, ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში სტარტი სექტემბრის ანუ აკი ბაშომ აიღო, რომელში მონაწილეობას ქართველი ექს-ოძეკი ლევან გორგაძეც ღებულობს. ტურნირი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს და ამ ეტაპისათვის შეიძლება ითქვას, რომ წინასწარი პროგნოზირება თუ ვინ შეძლებს ჩემპიონობას, თითქმის შეუძლებელია. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე სპონსორების რიხცვი საგრძნობლად შემცირდა. გთავაზობთ 9 დღის შემდეგ გამომუშავებული კენშოებისა და თანხის რაოდენობას (Top 5): 1) ტაკაკეიშო – 122 კენშო ≈ $48 800 2) ასანოიამა – 82 კენშო ≈ $32 800 3) ტერუნოფუჯი – 68 კენშო ≈ $27 200 4) ენდო – 46 კენშო ≈ $18 400 5) ტოჩინოშინი – 38 კენშო ≈ $15 200

სხვა სტატიები