"ვფიქრობ, ტიტული ჩემი რომ ყოფილიყო მესამე რაუნდს მოვიგებდი" - უმარი მერაბთან ჩხუბზე
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
უმარ ნურმაგომედოვი დენიელ კორმიეს საკუთარ YouTube არხზე ესტუმრა. დაღესტნელთან ინტერვიუს მთავარი ნაწილი მერაბთან ბრძოლას ეხებოდა. უმარი თვლის, რომ მის მარცხში გადამწყვეტი მესამე რაუნდი იყო, რომელიც არბიტრებმა დვალიშვილის სასიკეთოდ შეაფასეს. როგორც უმარი ამბობს, მერაბს ეს რაუნდი იმიტომ მისცეს, რომ ტიტული უკვე მას ეკუთვნოდა.
როცა გასახდელში შევედი, ყველას ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ვიღაც მოკვდა. მე კი ვუთხარი, რომ უფრო ძლიერი დავბრუნდებოდი და ამ ბიჭს დავლეწავდი. ორი რაუნდი უბრალოდ მივეცი. არა, მესამე რაუნდი არ მოუგია. მე მსაჯებთან არ ვიბრძვი, მათ გადაწყვეტილებაზე არ ვკამათობ. ჩემი აზრით, ბოლო რაუნდები მერაბის ანგარიშზე ჩაწერეს, რადგან მეტი კონტროლის დრო ჰქონდა. უნარების თვალსაზრისით, მერაბს ეს ბრძოლა არ მოუგია. მოტეხილი ხელით ჩხუბი ძალიან რთულია. მესამე რაუნდი ძალიან ახლო იყო და მსაჯები მის მხარეს მხოლოდ იმიტომ გადაიხარნენ, რომ ქამრის მფლობელი იყო. ვფიქრობ, ტიტული ჩემი რომ ყოფილიყო, მესამე რაუნდს მოვიგებდი. - განაცხადა უმარმა
შეგახსენებთ, რომ უმარი პირველი იყო, რომლის წინააღმდეგაც მერაბმა ქამარი დაიცვა.
უმარს წინ მარიო ბაუტისტასთან ჩხუბი ელის, რომელიც დიდი ალბათობით, საჩემპიონო რბოლაში დააბრუნებს. მათი დაპირისპირება 25 ოქტომბერს აბუდაბიში შედგება.