Belive

"ვეუბნებოდი, რომ ჩვენთან არ ეხუმრათ. მათ თავისი დაიმსახურეს." - ჩიმაევი ჰოლანდზე და დიასზე

1 წლის წინ სხვა
1 წთ

გუშინ UFC 279-ის პრესკონფერენცია უნდა გამართულიყო, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, დანა უაითმა მისი გაუქმება გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, კულისებში ხამზატ ჩიმაევი, მის გუნდთან ერთად, კევინ ჰოლანდსა და ნეით დიასს დაუპირისპირდა. საქმე ხელჩართულ ბრძოლამდეც მივიდა. დანა უაითის თქმით, არეულობაში 100-მდე მებრძოლი იღებდა მონაწილეობას.

მას შემდეგ, რაც სიტუაცია დასტაბილურდა და დაძაბულობაც განიმუხტა, ხამზატ ჩიმაევმა საკუთარ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ დიასმა და ჰოლანდმა ის მიიღეს, რაც დაიმსახურეს.

სხვა სტატიები