Belive

"ვეცდები მედლისთვის ვიბრძოლო და საქართველო გავახარო" - ლაშა გურული

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა მოკრივემ 1/8-ფინალური ბრძოლა მოიგო და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ლაშა გურული ყაზახ ბაზარბაი მუხამედსაბირს დაუპირისპირდება.

საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების ლიდერმა - ლაშა გურულმა, 1/8-ფინალური ბრძოლა შეაფასა და აღნიშნა, რომ მედლისთვის იბრძოლებს, რათა ქვეყანა გაახაროს.

კარგი მეტოქე შემხვდა. ის ამ წონის ევროპის მოქმედი პრიზიორი და ოლიმპიადის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იყო. შემდეგი ბრძოლა პირველ აგვისტოს მექნება და ვეცდები რომ გავახარო ჩემი ოჯახი, ერი, მთელი საქართველო და მოვუტანო პირველ რიგში ბრინჯაოს მედალი, შემდეგ ვიბრძოლო ფინალისთვის და ვიბრძოლო ჩემპიონობისთვის. - ლაშა გურული.

სხვა სტატიები