Belive

ლისის ტბაზე ველორბოლა გაიმართება

5 თვის წინ სხვა
1 წთ

ლისის ტბაზე ველომოყვარულთა შორის შეჯიბრი გაიმართება. კავკასიის ველო ქსელისა და ველო სახელოსნო "ჰიპო ველო"-ს ორგანიზებით, სპორტსმენები ერთმანეთს "საიქლოქროს" (Cyclocross) დისციპლინაში შეეჯიბრებიან. ერთ-ერთი ორგანიზატორის, ალექსი მაჭარაშვილის თქმით, შეჯიბრის მოსაწყობად ხალხმრავალი ადგილი იყო საჭირო, ლისის ტბის ადმინისტრაციამ კი ორგანიზატორებს ტერიტორია უსასყიდლოდ დაუთმო. შეჯიბრი 2 დეკემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

ველომრბოლელები სტარტს "ჩარლი ლისის" ტერიტორიიდან აიღებენ და ფინიშის ხაზის გადაკვეთაც სწორედ იმავე ადგილას მოუწევთ. ერთი წრის სიგრძე 1.7 კილომეტრია, შეჯიბრის ფორმატის მიხედვით, მონაწილეებმა სულ 8 წრე უნდა გაიარონ. ქალებისა და მამაკაცების კატეგორიაში, პირველ 3 ადგილზე გასული ველომრბოლელები დაჯილდოვდებიან.

ველორბოლის მარშრუტი

ამ დისციპლინის რბოლა, როგორც წესი, შემოდგომასა და ზამთარში ტარდება. სპორტსმენებს ტროტუარების, ბალახიანი ბილიკების, ციცაბო ბორცვებისა და სხვა დაბრკოლებების რაც შეიძლება მოკლე დროში გადალახვა ევალებათ. ზრდასრულებისთვის შეჯიბრი 40 წუთიდან 1 საათამდე გრძელდება. პირველად საქართველოში, Cyclocross დისციპლინაში შეჯიბრი, წინა წელს შავნაბადას ტყეში ჩატარდა.

შავნაბადას ტყე /2022 წლის 4 დეკემბერი