Belive

"ვაპირებთ უმარი მუდმივ ზეწოლაში გვყავდეს" - ალჯო მერაბისა და უმარის ჩხუბზე

1 დღის წინ სხვა
1 წთ

ალჯამაინ სტერლინგი მერაბ დვალიშვილის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და ამბობს, რომ ქამარს დაიცავს. მისი მოწინააღმდეგე უმარი იქნება, რომელსაც რანკირებულ მებრძოლთან მხოლოდ ერთი ჩხუბი აქვს ჩატარებული.

როგორც მოგეხსენებათ, მერაბი და ალჯო თანაგუნდელები არიან და საბრძოლო გეგმის პატარა ნაწილიც გაგვანდო.

მერაბი ზუსტად ისეთ ფორმაშია როგორიც ბრძოლას სჭირდება. ის ბევრს მოაკეტინებს! უმარის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ, ჯერ არ დავრწმუნებულვართ ის მართლა მაგარია თუ არა. ჩვენ მისი ბრძოლები გავაანალიზეთ და მერაბი მზადაა. ჩემი აზრით, ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა. ჩვენ ვაპირებთ უმარი მუდვიმ ზეწოლაში გვყავდეს. ბეძოლის ჩანიშვნამდე მერაბი ვარჯიშობდა და ჩხუბისთვის მზად იყო.

მერაბი სხვა ბიჭებს არ ჰგავს. ისინი ბრძოლამდე ბევრს ლაპარაკობენ. იანი ამბობდა, რომ მერაბი ნული იყო. ახლა ვინ არის ნული?

მერაბი გადაწყვეტილებით მოიგებს. მისთვის რამდენიმე მახე გვაქვს მომზადებული მაგრა, ყველაზე უსაფრთხო ასე გამარჯვება იქნება. - განაცხადა ალჯამაინმა

შეგახსენებთ, რომ ბრძოლა 19 იანვარს გამთენიისას გაიმართება.

უმარმა ბოლო გამარჯვება კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ მოიპოვა და სწორედ ამის შემდეგ გახდა ქამრის პრეტენდენტი.

რაც შეეხება მერაბს, მან ქამარი ო'მალისთან ბრძოლაში მოიპოვა და მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა.

სხვა სტატიები