უტა აბე: "გამარჯვებაზე ვარ დაგეშილი - იაპონიის ჩემპიონატზე, შემდეგ კი მსოფლიოზეც ვიასპარეზებ"
4-გზის მსოფლიოსა და 2020 წლის ოლიმპიური ჩემპიონს, 24 წლის უტა აბეს, 2025 წელს დიდი გეგმები აქვს. როგორც ჩანს, იგი 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე პირველივე ეტაპზე მარცხს ვერ ეგუება და გეგმავს, რომ 2025 წელს ყველა შესაძლო ტურნირი მოიგოს.
როგორც მან ძიუდოს საერთაშიროსო ფედერაციას განუცხადა, აბე უკვე დარეგისტრირებულია იაპონიის შიდა პირველობაზე, რომელიც აპრილში გაიმართება და პირველ რიგში, მას სურს, რომ იაპონიის ჩემპიონი გახდეს, რაც აქამდე არასდროს მოუგია - შემდეგ კი მის მთავარი გეგმა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უტა აბეს იაპონიის შიდა ჩემპიონატის მოგების უდიდესი სურვილი აქვს, რადგან მან 3-ჯერ მიიღო მონაწილეობა, თუმცა ვერცერთხელ უმაღლესი სინჯის მედალი ვერ მოიპოვა (სამივეჯერ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა).
უტა აბე 4-გზის მსოფლიო ჩემპიონია და 2025 წელსაც შეეცდება, რომ მსოფლიო პირველობის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მეხუთედ ავიდეს.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, 13-20 ივნისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.