უსიკისა და ფიურის განმეორებითი მატჩის თარიღი ცნობილია
რამდენიმე დღის წინ, ელ-რიადში, საუდის არაბეთის დედაქალაქში, ყველასთვის ნანატრი და რამდენჯერმე გადადებული ბრძოლა გაიმართა. რომელშიც ერთმანეთს კრივის ლეგენდები, ტაისონ ფიური (ბოშათა მეფე) და დაუმარცხებელი უკრაინელი მებრძოლი, ოლეკსანდრ უსიკი დაუპირისპირდნენ. 12-რაუნდიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ, გამარჯვებულად ოლეკსანდრ უსიკი გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ უკრაინელმა ფიური გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ცოტა ხნის წინ, კრივის მოყვარულთათვის სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა. უსიკისა და ფიურის ბრძოლა კიდევ ერთხელ გაიმართება.
ტაისონ ფიურისა და ოლეკსანდრ უსიკს შორის რემატჩი 2024 წლის 21 დეკემბერს შედგება. მსოფლიო ისტორიულ დაპირისპირებას კიდევ ერთხელ იხილავს. - განაცხადა თურქი ალალშიხმა
The rematch between the Undisputed Champion Oleksandr Usyk and the Champion Tyson Fury is now scheduled on the 21 of December 2024 during Riyadh Season...The world will watch another historical fight again...Our commitment to boxing fans continues...We hope you enjoy it...🥊🔥🇸🇦
— TURKI ALALSHIKH (@Turki_alalshikh) May 29, 2024