უმარ ნურმაგომედოვი მერაბსა და ო'მალის შორის გამარჯვებულს შეხვდება
7 თვის წინ
სხვა
1 წთ
3 აგვისტოს აბუ-დაბიში UFC-ის მორიგი საღამო გაიმართა, სადაც გურამ ქუთათელაძე გამარჯვებით დაბრუნდა. "ქართველმა ვიკინგმა" Cage Warriors-ის ყოფილი ჩემპიონი ნიკოლა ვუჩენიკი დაამარცხა.
აღნიშნული საღამოს მთავარი ბრძოლა კორი სენდჰეგენსა და უმარ ნომაგომედოვს შორის შედგა, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. კავკასიელი მებრძოლი დაუმარცხებელ სერიას განაგრძობს და მისი რეკორდი 18-0 არის. ხაბიბმა განაცხადა, რომ უმარი საჩემპიონო ბრძოლას იმსახურებს და გაუხარდება თუ ეს მერაბის წინააღმდეგ იქნება.
დანა უაითმა დაადასტურა, რომ უმარს საჩემპიონო ბრძოლას მისცემს და ეს ო'მალი-დვალიშვილის ბრძოლაში გამარჯვებულის წინააღმდეგ მოხდება.
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და ო'მალის საჩემპიონო ბრძოლა 14 სექტემბერს შედგება. ჩხუბი ლას ვეგასში, Sphere-ში გაიმართება.