UFC-ში ალექსანდრე თოფურიას დებიუტი გადაიდო
7 თვის წინ
სხვა
1 წთ
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალექსანდრე თოფურიას დებიუტი UFC-ში გადაიდო. ქართველმა მებრძოლმა ფიზიკური პრობლემების გამო ბრძოლაზე უარი განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ეს უარი მხოლოდ დროებითია და მისი ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში დებიუტი მხოლოდ დროის საკითხია.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრეს UFC-ში გადასვლის ამბავი თავად ილია თოფურიამაც დაადასტურა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში მე-6 ქართველიც გვეყოლება.
ალექსანდრეს კარიერის განმავლობაში 6 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 5 მოიგო. აღსანიშნავია, რომ თოფურიამ ყველა გამარჯვება დროზე ადრე მოიპოვა.