Belive

UFC-ის ღონისძიება საქართველოში - დანა უათი დაინტერესებულია

9 საათის წინ სხვა
1 წთ

საუდის არაბეთში გამართულ პრესკონფერენციაზე, UFC-ის ხელმძღვანელმა, დანა უაითმა, საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი აზრით, ლოგიკურიცაა და საინტერესოც, რომ ღონისძიებას საქართველომ უმასპინძლოს. ამ თემაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართველებმა ორგანიზაციაში უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დანას ჰკითხა, ფიქრობს თუ არა ჩაიტანოს ივენთი თურქეთში, რადგან 3 მებრძოლს თურქული ფესვები აქვს, უაითმა კი მას ასე უპასუხა:

ჩვენ ყველგან გვინდა ჩასვლა, თუმცა ამას წინათ რამდენიმე ადამიანი ვნახე, რომლებიც ცდილობენ UFC საქართველოში ჩატარდეს. სიმართლე გითხრათ, ეს საკმაოდ ლოგიკურია. სად აქვს აზრი ყველაზე მეტად ახლა ჩასვლას? რა თქმა უნდა, საქართველოში. ამას ყველა ინტერესით შეხვდება - განაცხადა დანა უაითმა

(პასუხი 21:40-დან)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2 სხვადასხვა წონით კატეგორიაში, 2 ჩემპიონი ჰყავს. პირველად ჩემპიონობა ილია თოფურიამ მოახერხა, როცა ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა, შემდეგ კი ქამარი მერაბ დვალიშვილმაც მოიპოვა (შონ ო'მალის დამარცხებით).

ორივე მათგანს, ამ მომენტისთვის ქამრის თითო დაცვაც აქვთ - ილიამ მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა, ხოლო მერაბმა უმარ ნურმაგომედოვს მოუგო.

სხვა სტატიები