UFC FIGHT NIGHT | კატარი Vs. ჭიკაძე - უმნიშვნელოვანესი გამოცდა სატიტულო ბრძოლის წინ
16 იანვარს, ლას ვეგასი UFC FIGHT NIGHT-ის ივენთს უმასპინძლებს. სრულიად MMA-ს გულშემატკივართა ყურადღება, ივენთის მთავარი ბრძოლისკენაა მიმართული - მეინ ქარდზე კელვინ კატარი გიგა ჭიკაძეს დაუპირისპიდება. დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლისა და კატარის დაპირისპირება თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება. 2021 წელს გიგა ჭიკაძემ UFC-ის ეგიდით 2 ბრძოლა გამართა. 1 მარტს ჭიკაძემ სვენსონი დაამარცხა, ხოლო 28 აგვისტოს სახელოვანი ბარბოსა დაანოკაუტა. UFC-ის განახლებულ რეიტინგში, ჭიკაძე მე-8 პოზიციაზე იმყოფება. 2022 წელს, ქართველ გულშემატკივარს პირველი და უმნიშვნელოვანესი ბრძოლის ხილვის შესაძლებლობა მიეცა. 16 იანვარს, ლას ვეგასში, “UFC Apex” არენაზე გიგა ჭიკაძე კელვინ კატარს დაუპირისპირდება. Fight Sports-ი წყვილში ფავორიტად გიგა ჭიკაძეს მიიჩნევს და რამდენიმე მიზეზს ასახელებს. ჭიკაძისა და კატარის საბრძოლო სტილის შედარებისას, Fight Sports-ი უპირატესობას დაუმარცხებელ ქართველ მებრძოლს ანიჭებს. პირველ რიგში, სტილისტური თვალსაზრისით, კატარი არის მოკრივე, რომელიც ბრძოლის დროს მხოლოდ ხელებს იყენებს მაშინ, როდესაც ჭიკაძეს მრავალი განსხვავებული კომბინაცია აქვს დამუშავებული. ჭიკაძის ცნობილი საფირმო დარტყმა – “Giga Kick” ყველა მებრძოლისთვის პრობლემატურია, რადგან მეტოქემ არ იცის, ის ღვიძლისკენაა მიმართული თუ თავისკენ. საბრძოლო სტილების პარალელურად, მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ გამართული ბრძოლის შემდეგ, კატარმა სერიოზული ტრავმა მიიღო. ისეთი სახელოვანი მებრძოლიც კი, როგორიც ტონი ფერგიუსონია, ჯასტინ გეიჯისთან სასტიკი მარცხის შემდეგ, ჩვეულ ფორმას ვერ დაუბრუნდა. ფერგიუსონი გამძლეობითა და გიჟური შესაძლებლობებითაა ცნობილი, თუმცა ტრავმის შემდეგ ოპტიმალური ფორმა ვერ აღიდგინა. იმ შემთხვევაში, თუ ჭიკაძე კატარის დამარცხებას შეძლებს, დიდი ალბათობით ტიტულისათვის ბრძოლის შანსს მიიღებს.
ბრძოლის წინ გიგა ჭიკაძე მოტივაციის ნაკლებობას არ უჩივის. ქართველმა მებრძოლმა კელვინ კატარს მიმართა და საავადმყოფოში გაგზავნით დაემუქრა.Flying the flag! 🇬🇪@Giga_Chikadze representing Georgia at #UFCVegas46 next Saturday! pic.twitter.com/oMiwAPf7G1 — UFC Europe (@UFCEurope) January 6, 2022
"UFC-ში ყველაზე რთული ბრძოლა მელის. ამ ბიჭს პატივს ვცემ. მე მხოლოდ სამი რამისთვის ვჩხუბობ – ხალხს დარტყმით თავი მოვაძრო, მეტოქე დარტყმით გავთიშო, შენ კი საავადმყოფოში გაგგზავნი. შაბათს ღამით ამას გავაკეთებ,” – აღნიშნა ჭიკაძემ ტვიტერის პირად გვერდზე.სატიტულო ბრძოლისაკენ მიმავალ გზაზე, კელვინ კატარის დამარცხება უმნიშვნელოვანესია. MMA-ს არაერთი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ კატარის ბარიერის გადალახვის შემთვევაში, შესაძლოა გიგა ჭიკაძემ სატიტულო ბრძოლის გამართვის შანსი მიიღოს. გიგა ჭიკაძე მზადაა, ნახევრადმსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონს - ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდეს. ამის სურვილი ჭიკაძემ რამდენჯერმე გამოთქვა. მარტში დაგეგმილი ჰოლოვეისა და ვოლკანოვსკის ბრძოლა გაუქმდა. ავსტრალიელს კი ჭიკაძის ნაცვლად "კორეელ ზომბისთან" დაპირისპირება სურს.
He told @danawhite he will fight anyone except me I made a living knocking out midgets all my life but I never knocked out Midget does steroid Cheater https://t.co/UCYMiJC58d — GIGA CHIKADZE (@giga_chikadze) January 8, 2022