Belive

UFC 308-ის შემდეგ რეიტინგში ცვლილებებია

1 თვის წინ სხვა
1 წთ

აბუ დაბიში UFC 308 გაიმართა, სადაც ილია თოფურიამ ჩემპიონის ქამარი პირველად დაიცვა. "მატადორმა" საკუთარი სიტყვა შეასრულა და "დალოცვილი" ნოკაუტით დაამარცხა.

აღნიშნული ღონისძიების შემდეგ, სხვადასხვა წონის რეიტინგებში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. ეს ყველაფერი ქართველ მებრძოლებსაც შეეხოთ.

დენ იგესთან გამარჯვებით ლერონ მერფიმ 1 საფეხურით წინ წაიწია და გიგა ჭიკაძე მე-12 პოზიციაზე ჩააჩოჩა.

საგრძნობი ცვლილებებია საშუალო წონაშიც, სადაც ხამზატ ჩიმაევი 10 საფეხურით დაწინაურდა. ამის გამო, ფაქტობრივად ყველა მებრძოლი 1 საფეხურით დაქვეითდა. მათ შორის არის რომან დოლიძეც, რომელიც ახლა მე-10 ადგილზეა.

ვინაიდან, ეს ყველაფერი ქართველი მებრძოლების მარცხიდან არ გამომდინარეობს ამაში საგანგაშო არაფერია.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძემ ბოლო ბრძოლა სულ ახლახან - 6 ოქტომბერს ჩაატარა, სადაც კევინ ჰოლანდი დაამარცხა.

რაც შეეხება გიგას, მას საკმაოდ რთული მეტოქე - არნოლდ ალენი ჰყავდა, რომელთანაც ქულებით დამარცხდა.

სხვა სტატიები