Belive

უდაბნო 2023 - საქართველოს რალი რეიდის ჩემპიონატი 28 მაისს გაიმართება

11 თვის წინ სხვა
1 წთ

"უდაბნო 2023" საქართველოს რალი რეიდის ჩემპიონატია, ეს არის ავტორბოლა უგზოობაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებენ პროფესიონალი და მოყვარული მრბოლელები. 28 მაისს, რალი რეიდის პირველი გახსნითი ეტაპი კახეთში გაიმართება.

ჩქაროსნული სპეც. მონაკვეთები გარეჯის უდაბნოში, ურთულეს რელიეფზე მოეწყობა. სარბოლო მონაკვეთები ძირითადად გრუნტიან და ქვიან ზედაპირზე იქნება.

მაყურებლები იხილავენ, თუ როგორ მიჰყავთ ზღვარზე ტექნიკის შესაძლებლობები ყველაზე ნიჭიერ მრბოლელებს. შეჯიბრების მიზანია საუკეთესო მრბოლელების გამოვლენა, რალის და სარბოლო დისციპლინის განვითარება, ასევე მრბოლელების მომზადება ისეთი დიდი შეჯიბრებებისთვის, როგორებიცაა FIA Cross-Country Rally, Dakar Rally, Score BAJA 1000 და ა.შ.

შეჯიბრებაში მონაწილეობას შემდეგი ჯფუგები იღებენ:

Group T1 - მოტოციკლები
Group T2 - კვადროციკლები
Group T3 - სერიულად წარმოებული "ბაგები" - SSV
Group T4 - სერიულად წარმოებული ძარიანი ავტომობილები
Group T5 - სპეციალური საშეჯიბრო ავტომობილები პროტოტიპები

სრული ინფორმაცია www.rallyraid.ge-ზეა გამოქვეყნებული. მონაწილეებისთვის რეგისტრაცია გახსნილია: http://adventures.ge/registration/ დებულება და რეგულაციები: http://adventures.ge/regulations/