Belive

U20 | 3 ქართველი მოჭიდავე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს

9 თვის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ესპანეთში, ქალაქ კომპოსტელაში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს. 87 კგ წონითი კატეგორიის ფინალში, აჩიკო ბოლქვაძემ ბრწყინვალედ იჭიდავა და ოქროს მედალს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს კიდევ 3 ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს. ანრი ხოზრევანიძე, ნიკა ბროლაძე და გორ აივაზიანი ფინალში არიან და საქართველოსთვის უმაღლესი სინჯის მედლების მოპოვებას შეეცდებიან.

სხვა სტატიები