თურქი გულშემატკივრები გამარჯვებულ მოკრივეს თავს დაესხნენ
სტამბოლში ქაოსი ატყდა: მურად ალიევის ტიტულისთვის ბრძოლა მასობრივი ჩხუბით დასრულდა
თურქეთის დედაქალაქში, აზერბაიჯანელმა მურად ალიევმა, ადგილობრივი უმუთ ჩამქირანი დაამარცხა და WBC Silver-ის მძიმე წონის ტიტული მოიპოვა, თუმცა მატჩის დასრულებისთანავე რინგზე წარმოუდგენელი მასშტაბის დაპირისპირება მოხდა.
2019 წლის ევროპული თამაშების ვერცხლისმედალოსანმა. არენაზე მიმოვლისას, სავარაუდოდ, მაყურებლის მიმართ ჟესტი გააკეთა. ამის შემდეგ, ჩამქირანი მას თითქოს მოსახვევად მიუახლოვდა, თუმცა მოულოდნელად ხელი დაარტყა და რინგზე მყისიერად მასობრივი ჩხუბი ატყდა.
არეულობის დროს ორივე გუნდის წარმომადგენლები, ოფიციალური პირები და დაცვის თანამშრომლები რინგზე შეიჭრნენ. ალიევმა რამდენიმე მძიმე დარტყმა მიიღო, მათ შორის თავის არეში, სანამ რინგიდან გაქცევას მოასწრებდა. ინციდენტის დროს ხალხი ერთმანეთს დასდევდა, რინგზე კი სხვადასხვა საგნები ცვიოდა.
რუსეთში დაბადებულ 31 წლის მებრძოლს გახმაურებულ სკანდალებთან შეჭიდება არ უჭირს - 2020 წელს, ოლიმპიური ოქროს მედლისთვის ბრძოლა დისკვალიფიკაციით რომ დაუსრულეს, მან 45-წუთიანი საპროტესტო აქცია მოაწყო (უბრალოდ რინგზე დაჯდა და არ ამდგარა).
🚨WILD SCENES in Istanbul at the end of a very sloppy Heavyweight fight between Mourad Aliev and Umut Camkiran as a mass riot ignites in the ring, with chairs and tables flying across the arena pic.twitter.com/WY3F3zIRFI
— Tokkerū (@ATokkers5) November 7, 2026
Hakem Kararı İsyan Çıkardı: İstanbul'daki Umut Çamkıran - Mourad Aliev Unvan Maçında Yumruklar Konuştu! pic.twitter.com/OeNLoM00o6
— Bir Sinyal (@BirSinyal) November 8, 2026