Belive

"თუ უნდათ ამანდა ნუნეშს მე შევხვდები" - არმან ცარუკიანი

5 დღის წინ სხვა
1 წთ

არმან ცარუკიანი ლეგენდარულ დემეტრიუს ჯონსონს პოდკასტში ეწვია. Mighty Mouse-თან სტუმრობისას არმანმა თავის პოტენციურ მომავალზეც ისაუბრა.

ნოემბერში ვიბრძოლე და მომავალი ჩხუბი სავარაუდოდ ივნისში ან ივლისში მექნება. ვნახოთ UFC 324-ზე მოვლენები როგორ განვითარდება. ასევე უნდა დაველოდოთ BMF-ს ტიტულსაც. მე აქ პადისა და გეიჯის ჩხუბის დასაზღვევადაც ვარ. იმ შემთხვევაში თუ იგივე განმეორდება, რაც კაილასა და ამანდას ბრძოლაზე. თუ უნდათ ამანდა ნუნეშს მე შევხვდები. - განაცხადა არმან ცარუკიანმა

შეგახსენებთ, რომ დენ ჰუკერის დამარცხების შემდეგ, ცარუკიანი სატიტულო ბრძოლის მთავარ პრეტენდენტად მიიჩნეოდა. თუმცა, დანა უაითს სხვა გეგმები აქვს და დროებით ტიტულზე გეიჯისა და პიმბლეტს აჩხუბებს.

სხვა სტატიები