"თუ გინდათ დიდი ბრძოლა, ჩანიშნეთ მერაბისა და ალექსის ჩხუბი 2026 წელს" - ბისპინგი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილი მაიკლ ბისპინგმაც ყველა დროი საუკეთესო სუპერმსუბუქი წონის მებრძოლად დაასახელა. ეს უკვე აღარ გვიკვირს. ბრიტანელის ახალი ვიდეოს მთავარი აზრი ეს არც ყოფილა. მან მერაბის პოტენციურ ბრძოლაზე ისაუბრა. მისი თქმით, UFC-მ ვოლკანოვსკითან ჩხუბი აუცილებლად უნდა ჩაუნიშნოს.
მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია. მერაბ დვალიშვილი თუ დომინიკ კრუზი? მერაბი - აი, ასე მარტივად. ის ვარსკვლავია და მისი ბრძოლის გაყიდვების რიცხები ამას კარგად აჩვენებს. მან ჩემპიონი ჩემპიონზე დაამარცხა და ახლა, როცა სუპერმსუბუქი წონის რეიტინგს ვუყურებთ, ვინ უნდა იყოს მისი შემდეგი მეტოქე? როცა ყველა ზედა წონაში ადის რატომ არ შეუძლია მერაბს ავიდეს? ამ ჩხუბს დიდი სიამოვნებით ვნახავდი. ვოლკანოვსკისაც სჭირდება კანდიდატები, რადგან დივიზიონი მანაც გაასუფთავა. თუ გინდათ დიდი ბრძოლა, ჩანიშნეთ მერაბისა და ალექსის ჩხუბი 2026 წელს. - ამბობს მაიკლ ბისპინგი
შეგახსენებთ, რომ მერაბი 61 კილოგრამში ასპარეზობს, ვოლკანოვსკი კი 66 კილოში. იმისათვის, რომ მათი ჩხუბი შედგეს ან მერაბმა უნდა აიწიოს ერთი კატეგორიის ზევით ან ვოლკმა დაიკლოს კიდეც ხუთი კილოგრამი.