Belive

"თუ ჩემს დროს, ენერგიას და ცოდნას ვხარჯავ, რასაკვირველია უნდა მომისმინონ" - ხაბიბი

9 საათის წინ სხვა
1 წთ

ხაბიბ ნურმაგომედოვმა საკუთარ შეგირდებთან ურთიერთობაზე ისაუბრა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ნურმაგომედოვს დარბაზში დისციპლინა უმაღლეს დონეზე აქვს. დაღესტნელმა თავის მებრძოლებთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.

მათ არჩევანი არ აქვთ. თუ მე ჩემს დროს, ენერგია და ცოდნას ვხარჯავ, რა თქმა უნდა მომისმენენ. მათი უმრავლესობა ახალგაზრდა ძმები არიან. ჩემი საქმე მათი მხარდაჭერა, სწორი რჩევის მიცემა და კონცენტრირების შენარჩუნებაა. ვავარჯიშებ იმისთვის, რომ ჩემპიონები გახდნენ. - განაცხადა ხაბიბმა

შეგახსენებთ, რომ ხაბიბის გუნდს წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა ელის. უსმან ნურმაგომედოვი 7 თებერვალს PFL-ის ქამრის დასაცავად იბრძოლებს. მისი მოწინააღმდეგე ალფი დევისი იქნება.

სხვა სტატიები