Belive

"ცუდი დრო მქონდა, დამერწმუნეთ, რომ მომავალი კარგი იქნება" - გიგა ჭიკაძე

10 თვის წინ სხვა
2 წთ

UFC 289 კანადაში, ვანკუვერში გაიმართა, სადაც ერთ-ერთი გამორჩეული ბრძოლა ჩარლზ ოლივეირასა და ბენილ დარიუშის დაპირისპირება იყო. ეს ორთაბრძოლა ყოფილი ჩემპიონის - ჩარლზ ოლივეირას გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა გიგა ჭიკაძეც, რომელიც მის მეგობარს ბენილ დარიუშს ბრძოლის პერიოდში აქტიურად ეხმარებოდა.

UFC 289-ის დასრულების შემდეგ, გიგამ ადგილობრივ იუთუბერთან FULL SEND MMA-სთან ისაუბრა. ჭიკაძეს წელიწადზე მეტი რაც ბრძოლა არ ჩაუტარებია და იმედოვნებს, რომ ოქტაგონზე მალე ვიხილავთ.

"საწყის ეტაპზე, პირველ წელიწადნახევარში 7-8 ბრძოლა მქონდა. ბოლო ბრძოლის შემდეგ წელიწანდნახევარი გავიდა, რაც UFC-ში ჩხუბი არ ჩამიტარებია. 2 დღის ახალი ამბავი გავრცელდა ჩემი მომავალი მეტოქის შესახებ, რომელთანაც ბრძოლა აგვისტოში უნდა მქონოდა. მან ტრავმა მიიღო და აღდგენისთვის გარკვეული დრო სჭირდება. არ ვიცი რა მოხდება. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, მე დავბრუნდები და ყველას დავხოცავ." - ამბობს გიგა ჭიკაძე.

როგორც უკვე ვახსენე, კატართან წაგებული ბრძოლის შემდეგ გიგა UFC-ის ოქტაგონზე არ გამოსულა. მედიაში საკმაოდ აქტიურად იწერებოდა, რომ "ნინძა" კორეელ ზომბს დაუპირისპირდებოდა, თუმცა, ეს ორთაბრძოლაც ჩაიშალა.

"პირველი სოდიქი იყო, შემდეგ "ზომბი", შემდეგ ისევ სოდიქი. ოპონენტი არა, თუმცა, სოდიქთან ბრძოლის თარიღი შემეცვალა. ბოლოს კი ორტეგას ვარიანტიც განიხილებოდა. ჩემი თავი 70 კილოგრამ კატეგორიაშიც შევთავაზე. ბრძოლა ძალიან მენატრება, ყველა შემოთავაზებაზე თანახმა ვარ." - განაცხადა ჭიკაძემ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბოლოს ქართველმა კელვინ კატარის წინააღდეგ იასპარეზა, 5 რაუნდიანი მძიმე ბრძოლა დათმო და UFC-ში პირველი მარცხიც იგემა. გარდა წაგებისა, ამერიკელმა ქართველს საკმაოდ მძიმე დაზიანებებიც მიაყენა, რის გამოც დიდი ხანი ბრძოლას არ იღებდა და რეაბილიტაციას გადიოდა.

სხვა სტატიები