Belive

ცნობილმა რეპერმა დვალიშვილის მარცხზე სოლიდური ფსონი განათავსა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

21 აგვისტოს ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი, UFC-ის ლეგენდას – ჟოზე ალდოს დაუპირისპირდება. ბრაზილიელი საკმაოდ კარგი და პრესტიჟული მებრძოლია, რომელსაც ეპოქალური კარიერის განმავლობაში არაერთი სახელოვანი მეტოქე ჰყავს დამარცხებული. ჟოზე ალდო საჩემპიონო ქამრის ყოფილი მფლობელია. მისი დამარცხება მერაბისთვის სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმისათვის, რომ უკეთესი ბრძოლები მიიღოს. ეს კი დვალიშვილისთვის მშვენიერი შანსი იქნება მიუახლოვდეს საჩემპიონო ბრძოლას. მოახლოებული ბრძოლის წინ, ცნობილმა რეპერმა ფსონის განთავსება ჟოზე ალდოს სასარგებლოდ გადაწყვიტა. დრეიკმა 238,933 აშშ დოლარი მერაბ დვალიშვილის მარცხზე განათავსა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დრეიკმა UFC-ის ივენთზე ფსონი განათავსა. წარსულში დრეიკმა რამდენიმე მცდარი პროგნოზი გააკეთა, რის გამოც სოლიდური თანხა დაკარგა. ჯასტინ გეიჯიზე განთავსებული წარუმატებელი ფსონით, დრეიკმა 1 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა, ხოლო მასვიდალმა რეპერს $275,000 დააკარგვინა. ერთადერთი გამონაკლისი პადი პიმბლეტი აღმოჩნდა, რომლის გამარჯვების შემდეგაც, დრეიკმა სოლიდური თანხა მოიგო.

სხვა სტატიები