Belive

ცნობილია სად გაიმართება ფერგიუსონისა და გეიჯის დაპირისპირება

4 წლის წინ სხვა
1 წთ
რამდენიმე კვირიანი ძებნის შემდეგ, UFC-ის წარმომადგენლებმა ტონი ფერგიუსონისა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირების ადგილი შეარჩიეს. გავრცელებული ინფორმაციით, UFC 249-ის ივენთი კალიფორნიის შტატში გაიმართება. წყაროს მტკიცებით, ფერგიუსონისა და გეიჯის დაპირისპირებას "კაზინო ტაჩი პალასი" უმასპინძლებს. UFC 249 თავდაპირველად ბრუკლინში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, ნიუ იორკის შტატის სპორტულმა კომისიამ აღნიშნული ღონისძიების ჩატარების ნებართვა არ გასცა. საინტერესოა, რომ "კაზინო ტაჩი პალასი" 20 მარტიდან დახურულია - დანა უაითი იმედოვნებს, რომ UFC-ის მომდევნო ოთხი ქარდი სწორედ "ტაჩი პალასში" გაიმართება. შეგახსენებთ, UFC 249 19 აპრილს, თბილისის დროით 06:00 საათზე შედგება.

სხვა სტატიები