Belive

ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაეშის დამარცხებით

3 წლის წინ სხვა
1 წთ
დღეს ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა, მარლონ მორაეში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ში ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა. thesportsdaily.com-ის ინფორმაციით, დვალიშვილმა მეტოქის დამარცხებით სულ 120 000 დოლარი გამოიმუშავა – 50 ათასი დოლარი სანახაობის ბონუსი, 32 ათასი დოლარი გარანტირებული თანხა, 32 ათასი დოლარი მოგების ბონუსი, 6 ათასი დოლარი სპონსორისგან. მერაბ დვალიშვილს UFC-ში სულ 9 ბრძოლა აქვს გამართული, ქართველმა მებრძოლმა 9-დან 7 შეხვედრის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები