ცხოვრებაძე დაფრინავს | ხელბურთელის ყველა გოლი კარპატის თასზე
19 საათის წინ
სხვა
1 წთ
3-5 იანვარს რუმინეთში "კარპატის თასი" გაიმართა, სადაც საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. ტიტე კალანდაძის გუნდმა ტურნირი სერბეთთან მარცხით დაიწყო (25:35), თუმცა მომდევნო ორ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა: თურქეთი ანგარიშით 32:27, მასპინძელი რუმინეთი კი 35:34 დავამარცხეთ.
ტურნირის ბომბარდირი გერმანული "გუმერსბახის" მოთამაშე და საქართველოს ნაკრების ლიდერი, გიორგი ცხოვრებაძე გახდა, რომელმაც 3 შეხვედრაში 33 გოლს მოუყარა თავი.
იხილეთ გოლები.